TaoNews.Ge

სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს, ახლა კი ფერი იცვალა – გია სალუქვაძე

სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს, ახლა კი ფერი იცვალა – გია სალუქვაძე

ყოფილი პოლიტპატიმარი, გურიის ყოფილი გუბერნატორი გია სალუქვაძე სოცილაურ ქსელში ეხმაურება ადმინიტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას:
მსურს გამოვეხმაურო ტვ.პირველზე ნათია მეზვრიშვილის ინტერვიუს, რომელიც ნიკა მელიას დაკავების ეხებოდა, მეზვრიშვილის ვერსიით შესაძლებელი იყო მელიას პატიმრობის გარეშე დატოვება, იგი არ ეხება დაკავების საფუძველს და შევეცდები მეც არ შევეხო მას, მელიამ სამაჯურის მოხსნით სილა გააწნა სახელმწიფოს, ხოლო გირაოს არ გადახდით ქვეყნის ყველა ინსტიტუციაზე ზემოთ დააყენა საკუთარი თავი. მისი გათვლა პრაგმატული იყო, დაიჭერდნენ და პოლიტპატიმრად გამოაცხდებდა ოპოზიცია, თუ არ დაიჭერდნენ მაშინ ქვეყნის მართმსაჯულება მიწასთან იქნებოდა გასწორებული, სახელმწოფო მოიქცა მართლზომიერად, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დააკავა მელია, აშკარაა რომ მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ფერი იცვალა.
P.S.სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნათია მეზვრიშვილი დამსჯელი პროკურორის როლში, მრავალ პროცესზე გვინახავს მაგალითად, პატიმრობაში მყოფ გია შერაძის, გურამ ჩიჩუასა და აწ გარდაცვლილი შოთა მაისურაძის პროცესი, სადაც ბრალმდებელ მეზვრიშვილის მეცადინეობით სამივეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, შარშან კი სასამართლომ სამივე პირი გაამართლა. ახალი გამოძიებისას გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები საქმის ყოფილი გამომძიებლისა და პროკურორ მეზვრიშვილის, როგორც სავარაუდო დამნაშეავეების მიმართ, სამწუხაროდ ამ უკანონობას შეეწირა ბატონი შოთა მაისურაძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!