TaoNews.Ge

რუსთაველის თეატრთან, მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის თეატრთან, მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის თეატრთან, სადაც დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “გილდიას” წევრები აქციას მართავდნენ, თეატრის მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსახიობი გოგა ბარბაქაძის განმარტებით, მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა. მისივე თქმით, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა უკვე გააკეთა.

,,ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილის ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას”- განაცხადა მსახიობმა

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!