TaoNews.Ge

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 სამხედრო 500  ერთეული ტექნიკა განათავსა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 000 სამხედრო 500  ერთეული ტექნიკა განათავსა

სააგენტო aspi.com.ua ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან საერთო ჯამში 80 000 ჯარისკაცი და ოფიცერი, ასევე 500 ერთეული ტექნიკა განათავსა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელს ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, უკრაინის სიახლოვეს მსგავსი რაოდენობის სამხედროების კონცენტრაცია 2014-2015 წლების შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ჯარის განთავსება სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინ მოხდა. ახლა უშუალოდ შეტევისთვის მზადება არ მიდის, მაგრამ დაჯგუფება საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!