TaoNews.Ge

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო – აფხაზური მედია

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო – აფხაზური მედია

რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში პირველი საკონტეინერო მატარებელი რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ტრანზიტის ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარე, ალიას ლაბახუა ადასტურებს.

„ცოტა ხნის წინ მატარებელი 62 კონტეინერით ჩამოვიდა. ტრანზიტი რუსეთიდან თურქეთში განხორციელდა. მატარებელმა გაიარა, საბაჟოს მხრიდან შეფერხება არ ყოფილა”, – აღნიშნა ალიას ლაბახუამ და დასძინა, რომ მატარებელი ტვირთს თურქეთიდან რუსეთშიც გაიტანს.

ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომ მათი ტერიტორიების გავლით, სატრანზიტო საქონელმა შეუფერხებლად უნდა გაიაროს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!