„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.
კოჟუხოვი ტელევიზიაში მუშაობამდე ავღანეთში „კომსომოლსკაია პრავდას“ საკუთრი კორესპონდენტი იყო, ლათინურ ამერიკაში „იზვესტიას“ ჟურნალისტი და საკუთარ თავს ამ რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ თვლის. 1990-იანი წლების ბოლოს მიხეილ კოჟუხოვი რამდენიმე თვე ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი იყო, რომელიც მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
საქართველოსთან დაკავშირებით კოჟუხოვის ამ მოსაზრებამ მის ტელეგრამ-არხზე დიდი აჟიოტაჟი და მწვავე დისკუსია გამოიწვია. მომხმარებელთა დიდი ნაწილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაში სწორედ თბილისს ადანაშაულებენ.