TaoNews.Ge

რუსეთი გააგრძელებს მსოფლიო წესრიგის ნგრევას – აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიში

რუსეთი გააგრძელებს მსოფლიო წესრიგის ნგრევას – აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში გააგრძელებს მსოფლიო წესრიგის ნგრევას.  აღნიშნული პროგნოზის მიუხედავად  დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვის გლობალური გავლენა მრავალრიცხოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ძვრების ფონზე შესუსტდება.

“რუსეთი ტრადიციული ფასეულობების გზით მოძრაობს, ახდენს თავის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრევენციას და საკუთარი პროტექტორატის დამყარებას ევრაზიული სივრცის დიდ ნაწილზე“ – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გამოიცემა საუბარია იმ გლობალურ ტენდენციებზე, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა აშშ-ის უსაფრთხოებაზე უახლოესი 20 წლის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!