TaoNews.Ge

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, მაგრამ კომპენსირდება ნავთობისა და გაზის ფულით – პოლონეთის პრემიერ მინისტრი

დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ძნელად შესამჩნევია ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტში მუდმივი შემოსავლების გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მორავეცკის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ეფექტი შესამჩნევია რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებში – ისინი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

გარდა ამისა, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგავს ტექნოლოგიას და მთლიანად არის დამოკიდებული ენერგიაზე.

„მჯერა, რომ მომავალში რუსეთის ეკონომიკა შეიძლება, დაზარალდეს ნავთობის ფასებით და ეს იქნება უკიდურესად მტკივნეული დარტყმა“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!