TaoNews.Ge

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა,გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა,გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ სამი ჯარისკაცი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

წყარო : ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!