TaoNews.Ge

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს- დაღუპულია  ორი სამხედრო

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების ორმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.

ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

„6 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!