TaoNews.Ge

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს, – ინფორმაციას რუსული მედია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბიულეტენების 50.02% დათვლის შემდეგ „ერთიან რუსეთს“, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია, ხმების 46.11% აქვს, არჩევნებში მის მთავარ კონკურენტს, „კომუნისტურ პარტიას“ – 21.4%. მესამე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“, 8,07%-ით.

პირველ ხუთეულში შედიან ასევე პარტია “სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის” 7.62%-ით და “ახალი ხალხი” 5.97%-ით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ არჩევნებმა „მნიშვნელოვანი დარღვევების“ გარეშე ჩაიარა, თუმცა მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos-მა განაცხადა, რომ ათასობით დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!