TaoNews.Ge

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური – ამერიკელები გეგმავენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური – ამერიკელები გეგმავენ „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას

,,აშშ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან დაეჩვია საქართველოში მიმდინარე პროცესების ხელით მართვას, კარნახს, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ხელისუფლება და რა ხაზი უნდა გატარდეს ოპოზიცასთან დაკავშირებით. ბოლო დროს, ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებებისადმი, რომელიც თავს არიდებს ამერიკის მოთხოვნების უპირობო შესრულებას. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმით, რომ „მეოცნებეები“ სრულად არ ასრულებენ დაკვეთას, უპირობოდ მისდიონ ევროატლანტიკურ კურსს. საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ სისტემურად იმუშაონ ოპოზიციის დასახმარებლად და ამავდროულად, „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევას. ამერიკა ევროპელ პარტნიორებსაც განაწყობს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას ახვედრებენ, რომ თეთრი სახლის მომდევნო ხაზი თბილისთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, ზუსტად მისდიოს ამერიკის მითითებებს.

საქართველოს მაგალითი გამოკვეთილად ადასტურებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სწრაფვა – მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავისი მიმიდინარე ამოცანების გადასაწყვეტად, მალე კარგავს დე ფაქტო სუვერენიტეტსა და შესაძლებლობას გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა, როგორც საგარეო არენაზე, ასევე ქვეყნის შიგნით“, –  აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი. ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!