TaoNews.Ge

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

“რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს”- ლეხ ვალენსა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა,სსრკ-ს წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიულმა ფიგურამ ლეხ ვალენსამ რუსეთის მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირებაზე საუბრობს – ამის შესახებ le figaro  იტყობინება.

მისი თქმით, აუცილებელია „ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ის რუსეთის მიერ „ანექსირებული ხალხების აჯანყებაზეც“ ამახვილებს ყურადღებას.

„აუცილებელია რუსეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლა ან მისი დაბრუნება 50 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით. უკრაინამ რომც მოიგოს ეს ომი, ხუთ წელიწადში იგივე გვექნება, ათ წელიწადში კი მეორე პუტინი გამოჩნდება. თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, მსოფლიო უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. დღევანდელი რუსეთის დანაწევრებაც ერთ-ერთი გზაა“, – განაცხადა ვალენსამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!