TaoNews.Ge

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა

რუსეთისა და ბელორუსის სამხედრო წვრთნები, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, გაგრძელდება.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაწყვეტილება შეცვალა, რომლის თანახმად რუსეთისა და ბელორუსის სამხედრო წვრთნები, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, გაგრძელდება.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები გაგრძელდება საზღვრებთან სამხედრო აქტივობისა და დონბასში გამწვავების გამო.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ბელორუსიაში რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „Allied Resolve-2022“ დაიწყო. მანამდე როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ბელორუსისა და რუსეთის სამხედრო წვრთნები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!