TaoNews.Ge

რიონის ხეობის მცველთა პროტესტი ქუთაისში –  “ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ” – ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველთა პროტესტი ქუთაისში –  “ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ” – ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები აპირებენ, რომ ღამე ქუთაისში გაათენონ. ადგილზე აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. “რიონის ხეობის მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს.

“თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასსვხა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველაგან გამოვიდეთ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!