TaoNews.Ge

 რიონის ხეობაში კიდევ 3 პირი დააკავეს

 რიონის ხეობაში კიდევ 3 პირი დააკავეს

ცნობილი ხდება , რომ რიონის ხეობაში ცოტა ხნის წინ ვითარება ისევ დაიძაბა. იქ, სადაც პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა, სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც  ამ ჯებირებს აპროტესტებდნენ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

რიონის ხეობის მცველებს გაფრთხილება დღეს პოლიციის უფროსმაც მისცა  და მოუწოდა შეეწყვიტათ ჯებირებზე ბრახუნი.

“ეს გაუთავებელი ბრახუნი არის აგრესია, მოგიწოდებთ ეს ბრახუნი შეწვყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ზომებს, მოთმინებით ვეკიდებით დილიდან, მაგრამ არ დამთავრდა” – მიმართა თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!