TaoNews.Ge

ერდოღანი მთიან ყარაბაღში ჩასვლას გეგმავს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაინაში ჩადის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს უკრაინას ესტუმრება, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანი კიევში უკრაინელი კოლეგის, ვლადიმერ ზელენსკის მიწვევით ჩადის და ის ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს მე-10 შეხვედრას დაესწრება.

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ ზელენსკი ორმხრივ კავშირებზე, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

მხარეები ასევე ხელს მოაწერენ სხვადასხვა შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!