TaoNews.Ge

“ტყუილია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში დაპირისპირებაა”-კახა კალაძე

„რეალობას აცდენილია“ – კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს მთავრობის საგარეო კურსთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი, ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ იყოს შესრულებული. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ეს არის ოპოზიცია”, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის „ტვიტერ – პოსტს:

„მინდა იქ განვმარტო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“ .

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!