TaoNews.Ge

იმედგაცრუება საქართველო 0:0 ბულგარეთი

რა ელოდება ნაკრებს პლეი ოფში და რატომაა გიბრალტართან მატჩი მნიშვნელოვანი

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ისევ დაამარცხა და ერთა ლიგის დივიზიონის მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. ზოგადად, დივიზიონის ოთხივე ჯგუფში პირველი ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილია და ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსთან ერთად, საბერძნეთითურქეთი და ყაზახეთი გავიდნენ. ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი, ვინ როგორი შედეგით დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან:

პლეი ოფის ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მე-4 შედეგის მქონეს შეხვდება. შესაბამისად, მეორე და მესამე გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. იმავე ნახევარფინალში საუკეთესო ორი შედეგით გასული გუნდები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ.

თურქეთის ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს (ბურთების ბალანსი 17:3-თან) და ბოლო ტურში სტუმრად ფარერების ნაკრებს შეხვდება. ასევე 13 ქულა აქვს ყაზახეთს, მაგრამ ბურთების ბალანსი არცთუ სახარბიელო (8:3), ბოლო მატჩს კი გასვლაზე აზერბაიჯანთან გამართავს. საბერძნეთის ნაკრები ერთადერთია, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს და 4 მატჩში 12 ქულა დააგროვა. ამდენად, ბერძნებს ორი თამაში აქვთ ჩასატარებელი, ჯერ 24 სექტემბერს, თემურ ქეცბაიას კვიპროსს ესტუმრებიან, მერე კი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებენ. საქართველოს 13 ქულა აქვს ბურთების ბალანსით – 14:2.

 საქართველოს ნაკრებს მინიმუმ მეორე შედეგის საჩვენებლად ბოლო ტურში გიბრალტართან მოგება სჭირდება, თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით, რადგან თურქეთმაც თუ მოიგო ფარერებთან, მაშინ ყველაფერი ბურთების შეფარდებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ახლა თურქებს უკეთესი აქვთ (+14, საქართველოს +12). არც ყაზახეთი უნდა დავივიწყოთ, რომელსაც ამავე რაოდენობის ქულები აქვს და კარგ ფორმაშია, თუმცა თანაბარ ქულებზე თითქმის წარმოუდგენელია, რომ ყაზახეთს უკეთესი შედეგი ჰქონდეს (+5).

ამდენად, ჯერ შეუძლებელია მცირე პროგნოზის გაკეთება მაინც, თუ რომელი შედეგით გავა საქართველო პლეი ოფში, რადგან ბოლო ტურში ბევრი ვარიანტი არსებობს. თუმცა, ფაქტი ის არის, რომ სანიოლის გუნდს გიბრალტართან მაინც მოსაგები აქვს, თანაც ანგარიშიც მნიშვნელოვანი იქნება.

წყარო-europop.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!