TaoNews.Ge

“რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის მიღმა”- თეა წულუკიანი

“რაც არ უნდა ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის მიღმა”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მისი სურვილია მოისმინოს ყველა განსხვავებული აზრი და დაინტერესდეს, რა დგას ამ აზრის უკან.

„რაც არ უნდა მეძახდნენ ბერიას და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა, ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუ არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად მრავლად მოვისმინე პატივცემული გიორგი სავანელისგან და არა ერთი მისი აზრი მე ჩემს პრიორიტეტებში მაქვს, შესაბამისად, მე დავინახე რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ვყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების, ამიტომ რაც არ უნდა ვიღაცას ეს არ მოსწონდეს რომ ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ განსხვავებული აზრით დავინტერესდები და დავინტერესდები რა ტიპის განსხვავებული აზრია – ეს არის უბრალოდ ჩემი „ქართული ოცნების“ კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომლიც მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას, მათთვის ჩემი კარი ღიაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!