TaoNews.Ge

“რამდენიმე წელიწადში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა გვექნება” – კოვიდვაქცინის შემქნელები

“რამდენიმე წელიწადში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა გვექნება” – კოვიდვაქცინის შემქნელები

უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის პირობებში BioNTech-ის რესურსები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, კომპანიას უკვე აქვს საჭირო სახსრები, რათა ახალი შემართებით დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს – კიბოს საწინააღმდეგო საშუალების შექმნას.

ოზლემ თურეჯის (პირველი წარმატებული ვაქცინის შემქმნელი, დოქტორი), თქმით, უკვე არსებობს ექსპერიმენტული ვაქცინა, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შედეგის პროგნოზირება, მისივე სიტყვებით, რთულია.

“ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მოხმარებისთვის მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები,” – ამბობს თურეჯი.

უცხოური მედიის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინფორმაციულ რნმ-ზე, იგივე mRNA-ზე დაფუძნებული საშუალებაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმუნურ სისტემაზე მოქმედების იმავე პრინციპის გამოყენება შესაძლებელია კიბოსთან საბრძოლველადაც.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!