TaoNews.Ge

“ჟურნალისტები ჩვენი ოჯახის წევრები ბრძანდებით, ჩვენ  არაფერი გვაქვს გასაყოფი – ეკლესიას თუ ასე დავუპირისპირდებით, მერწმუნეთ, ვერაფერს ავაშენებთ”-მეუფე მიქაელი

ჟურნალისტები ჩვენი ოჯახის წევრები ბრძანდებით, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და არაფერი გვაქვს გასაყოფი, ჩვენ ყველას შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე გული, – ამის შესახებ მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ მეუფე ანტონსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

„რასაკვირველია, ძალადობა მე რომ დამემართოს, ჩემთვისაც არ არის კარგი და არც იმისთვის არის კარგი, ვისზეც იქნება ეს ძალადობა. ჟურნალისტები ჩვენი ოჯახის წევრები ბრძანდებით, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და არაფერი გვაქვს გასაყოფი, ჩვენ ყველას შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე გული. არის ასეთი მომენტი, რომ როცა ადამიანს განწყობა აქვს სხვა და ცდილობენ სხვა განწყობაზე გადაიყვანონ, ამ დროს შეიძლება რაღაც უთანხმოება მოხდეს. ამიტომ, როცა არის დღესასწაული,ზეიმი, მოდით, როცა შემობრძანდებით, თქვენც ჩაერთეთ ზეიმში და ამ ნორმალურ მდგომარეობაში. ვიცი რასაც შემეკითხებით, ჭყონდიდის ეპარქიაზე იტყვით, მეფე ანტონზე თუ ჩემზე, ჩვენც ადამიანები ვართ, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, რაღაც დონეზე შემიძლია თავი შევიკავო და ახლა, დაბადების დღე რომ მაქვს, მოდით და ერთად ვიზეიმოთ, ნუ შემეკითხებით ისეთ რაღაცას… თან გააფრთხილა და მერე მდგომარეობიდან გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, მეუფე ჩვენზე მეტად განიცდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტის მხრიდან მხოლოდ კეთილი განწყობა იყო. ჩვენც ვხვდებით, გუშინდელი ბავშვები არ ვართ. როგორ მოდიხარ, როგორ მეტყვი გამარჯობას, იმისდა მიხედვით ჩემს გულსა და სულზე მოქმედებს, შეიძლება გამარჯობა ისე მითხრა, არაფერი აღარ მინდოდეს შენგან. პასუხისმგებლობას თითოეულ ჩვენთაგანს ვაკისრებ, მეც მეკისრება პასუხისმგებლობა და თქვენც. საპატრიარქოში თუ ამის განხილვა იქნება, აუცილებლად შევიკრიბებით განვიხილავთ“,- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

მისი განმარტებით, ძალადობითა და დაპირისპირებით ქვეყანა ვერ აშენდება.

„ჩემს მდგომარეობიდან გამოსაყვანად კი არ უნდა მოხვიდეთ, არამედ ჩემთან სამეგობროდ და საახლობლოდ. თუ გამომიყვან მდგომარეობიდან, შეიძლება გაგიკვირდეთ, მეც, როგორც ადამიანმა ისეთი რაღაც ჩავიდინო. შეიძლება რაც თქვენ არ გინდოდეთ, იმ საკითხზეც ვისაუბროთ, მაგრამ მშვიდად. მე თქვენს საქმეებში არ ვერევი, ნერვებს არ გიშლით და თქვენ კიდეც რომ არასწორად მოიქცეთ, ვეცდები, ხელი შეგიწყოთ და კარგად მოგექცეთ. თუ ჩვენ სამშობლოს აშენება გვინდა, ეკლესიას თუ ასე დავუპირისპირდებით და ქვეყანას, თქვენ მე და მე თქვენ, მერწმუნეთ, ვერაფერს ავაშენებთ, ჩვენი ხელით დავანგრევთ ყველაფერს. შეცდომები ყველას გვაქვს და გამოვასწოროთ, წავიდეთ ნათელისკენ“,- აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!