TaoNews.Ge

რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაციის ორგანიზატორები ინანებენ ისე, როგორც დიდი ხანია არაფერი უნანიათ- პუტინი

პუტინმა რეზერვში მყოფი მოქალაქეები სამხედრო წვრთნებზე გამოიძახა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვში მყოფი მოქალაქეების სამხედრო წვრთნებზე გამოძახების შესახებ. ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს.

“რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – ნათქვამია დოკუმენტში.+

ბრძანების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალა უზრუნველყოს სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

Tass-ის ცნობით, რეზერვის სამხედრო წვრთნები ყოველწლიურად იმართება. პუტინმა წინა განკარგულებას ხელი 2021 წლის აპრილში მოაწერა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!