TaoNews.Ge

პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა დასრულდა

პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა დასრულდა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა.

სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთს გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრნენ.

45-წუთიანი შესვენების შემდეგ კი მეორე სესია დაიწყო და 65 წუთის განმავლობაში გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ბაიდენმა შეხვედრის ადგილი უკვე დატოვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ ჩაატარებენ. ისინი ჟურნალისტებს ცალ-ცალკე შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!