TaoNews.Ge

პუტინთან შეხვედრაზე, ფაშინიანმა განაცხადა- ,,ყარაბაღის პრობლემა ჯერ გადაწყვეტილი არ არისო”

პუტინთან შეხვედრაზე, ფაშინიანმა განაცხადა- ,,ყარაბაღის პრობლემა ჯერ გადაწყვეტილი არ არისო”

კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა შედგა.

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შემადგენელია რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობა იმისთვის, რომ სომხეთმა მიიღოს ახალი შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადაშეხვედრისას  ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნა ხდება რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი“.

„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო თქვენი პირადი წვლილი ჩვენს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და თქვენთან ჩვენი ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შემდგომ. მსურს, აღვნიშნო, რომ ამ კონტექსტში არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ დრომდე არაა დარეგულირებული, ეს არის სამხედრო ტყვეები, მძევლებისა და სხვა დაკავებული პირების საკითხი. როგორც არაერთხელ განვიხილეთ, 9 ნოემბრის განცხადების თანახმად, ყველა მძევალი, სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებული პირები უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე გვყავს აზერბაიჯანში დაკავებული ადამიანები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა ჯერ გადაწყვეტილი არ არის და საჭიროა ამ მხრივ სამომავლო ნაბიჯების განხილვა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!