TaoNews.Ge

ზურაბ ფაღავა: კახა კალაძეს აქვს ვესტიბულოპათია, რაც განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით

„თბილისის მერს კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა“ – ამის შესახებ კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.

„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, – განაცხადა პროფესორმა ზურაბ ფაღავამ კახი კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!