TaoNews.Ge

პოლონელი მღვდელი, რომელმაც გეი კათოლიკეებს „პარაზიტიები და კიბოვანი წყლულები“ უწოდა

პოლონელი მღვდელი, რომელმაც გეი კათოლიკეებს „პარაზიტიები და კიბოვანი წყლულები“ უწოდა

მედიის ინფორმაციით, პოლონელმა მღვდელმა დარიუშ ოკომ ანტი-ლგბტ მოსაზრებები მიმდინარე წლის დასაწყისში გერმანულმა გაზეთმა Theologisches-მა გამოაქვეყნა. მღვდლის მოსაზრებით, კათოლიკურ ეკლესიაში გეი ელიტების გავლენების შეზღუდვაა საჭირო. მან კათოლიკურ ეკლესიაში გეი მამაკაცებს „კიბოვანი წყლულები და პარაზიტთა კოლონიები“ უწოდა, ხოლო ლგბტ უფლებები „ჰომო ერესებად“ მოიხსენია.

მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიუნხენელმა მღვდელმა ვოლფგანგ როტემ შეიტანა და მოსახლეობის ნაწილის მიმართ სიძულვილის გღვივებაში და ადამიანის ღირსებაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

დავა კელნის სასამართლომ განიხილა და გადაწყვეტილება პოლონელი მღვდლის დარიუშ ოკოს საწინააღმდეგოდ გამოიტანა. იგი 4 800 ევროთი დააჯარიმა თუ არა და  120 დღიანი პატიმრობა მოუწევდა. პოლონელმა მღვდელმა საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და დავა გრძელდება.

ამ საკითხს გამოხმაურება მოყვა პოლონეთის მთავრობაში, რომელმაც გერმანიის სასამართლო სისტემა თავისუფლების საწინააღმდეგო ტენდენციებში დაადანაშაულა. გერმანულ გამოცემა DPA-სთან საუბრისას პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მარჩინ რომანოვსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი პასუხს მოსთხოვს გერმანულ სასამართლო სისტემას გამოხატვის თავისუფლების საფრთხის ქვეშ დაყენების გამო.

რომანოვსკიმ აღნიშნა, რომ ის გერმანიის სასამართლო სისტემაში თავისუფლების საწინააღმდეგო ტენდენციებს ხედავს.

„სამეცნიერო საქმიანობისათვის სასჯელის დაწესება წარმოადგენს საფრთხეს ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ევროპული სტანდარტებისათვის“, – განაცხადა რომანოვსკიმ.

altinfo.net

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!