TaoNews.Ge

რუსეთი სომხეთის ატომური ელექტროსადგურის სიცოცხლისუნარიანობის გაახანგრძლივებს

პოლონეთში მოსახლეობას იოდის აბებს ურიგებენ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებების გამო – Reuters

პოლონეთმა, რომელიც შეშფოთებულია უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ბრძოლით, იოდის ტაბლეტები რეგიონულ სახანძრო განყოფილებებს გადაუნაწილა, რათა რადიოაქტიური ზემოქმედების შემთხვევაში, ხალხს დაურიგდეს. ამის შესახებ Reuters პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.

იოდი ითვლება ორგანიზმის დაცვის საშუალებად ისეთი პირობებისგან, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კიბო რადიოაქტიური ზემოქმედების შემთხვევაში.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ… ვადამდე მივიღოთ დამცავი ზომები იოდის გასავრცელებლად… მინდა, დავამშვიდო ყველა მოქალაქე, რომ ეს არის რუტინული, პრევენციული ქმედებები, რომლებიც დაგვიცვას იმ შემთხვევაში, რომელიც… იმედი მაქვს არ მოხდება“, – განაცხადა ბლაჟეი პობოზმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!