TaoNews.Ge

პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში რაცია რამდენჯერმე ჩაარტყა – ინსპექტორი

პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში რაცია რამდენჯერმე ჩაარტყა – პოლიციელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ბრალი წარედგინა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც თბილისის იუსტიციის სახლთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!