TaoNews.Ge

პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა, დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი – მიშელი

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და ახლა ქვეყანა ევროინტეგრაციის კუთხით, ქვეყანა ბევრ შრომა საჭიროებს.

“განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი.

დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით”,- განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!