TaoNews.Ge

“მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ დაგმოს ძალადობა. მისი ადგილი არაა დემოკრატიაში”-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – მოუთმენლად ველოდებით დღეს, როცა საქართველოს მოსახლეობა კვლავ გაერთიანდება

მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.

„13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ძალები შეიჭრნენ საქართველოში, დახოცეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათასობით ადამიანი აიძულეს, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ახლაც კი, რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%. რუსეთის ოკუპაციას ტრაგიკული ადამიანური საფასური მოჰყვა, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს,“- აცხადებს ნედ პრაისი.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის გამუდმებით შეზღუდვა ადამიანების სიცოცხლის ფასად დაჯდა და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

„მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარული ვართ საქართველოს მოსახლეობის მიმართ და მოუთმენლად ველოდებით დღეს, როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან,” – განაცხადა ნედ პრაისმა.

ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!