TaoNews.Ge

პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ თელავსა და ლაგოდეხში ოფისები გახსნა

პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ თელავსა და ლაგოდეხში ოფისები გახსნა

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ თელავსა და ლაგოდეხში პარტიული ოფისები გახსნა. 30 იანვარს, პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას და რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.  შეხვედრაზე განიხილეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განსხვავებული ხედვები სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის კუთხით, მათ შორის ხაზი გაესვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში რუსეთთან დიალოგის საჭიროებას.

ლაგოდეხში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი ქიზიყის #26-ში იფუნქციონირებს და მას ვახო ბარბაქაძე უხელმძღვანელებს. თელავში ოფისი გოდერძი ჩოხელის # 2-ში მდებარეობს და მას ილია მეგრელიშვილი და გია კარჭაული გაუძღვებიან.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა პარტიის ყრილობა 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა. „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი გიორგი ქარდავაა. პარტიის მმართველი საბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგიო ქარდავა და ვასილ გვილია. სარევიზიო კომისიაში შედიან ემრე ქუჩუქი, გიორგი მორგოშია და ალექსანდრე ქარდავა. „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!