TaoNews.Ge

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება.

„ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილი და პროტესტი გამოიწვია. კარგია, რომ მინისტრებმა მიიღეს დავალებები, ადგილზე ჩავიდნენ და ჰქონდეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, თუმცა ამ სფეროში პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ პარლამენტის წევრებს მიმართა, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა პროცესი ეფექტიანად დაიგეგმოს და ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს, პასუხი გაეცეს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!