TaoNews.Ge

“ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა 16 მაისს აპირებს ჩაატაროს აქცია – დიდი გუნდი გვყავს, ამ დღეებში წარმოვადგენთ მის ბირთვს, 10-15 კაცს”- ლევან ვასაძე

ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც. რაც არის უკვე სისხლის კიბოს ნაირსახეობა-ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს:

„ჩემი მკურნალობა უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს, სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც. რაც არის უკვე სისხლის კიბოს ნაირსახეობა. ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი (ა/ლ ტიპის ამილოიდოზი) ბევრად უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი.

ეს მონათესავე დაავადებებია, ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია მათი წარმოქმნა და მიმდინარეობა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში
ამ დიაგნოზის ოფიციალური დადგენით რაც შეიცვალა არის ის, რომ ჩვენ უკვე ვეღარ ვუარვყობთ სამეცნიერო დონეზე, რომ ეს დაავადება შეიძლება რადიაციული დასხივებითა და ინტოქსიკაციით (მოწამვლით) იყოს გამოწვეული.

ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში თუ ესე მკაფიოდ გამორკვეული არ არის, მეილომის შემთხვევაში, რომელიც ჩემი პირველი დაავდებაა, პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი მთავარი, ხშირად გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამვლა.

მე არ და ვერ დავამტკიცებ, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ ყველას ყველაფერი ესმის. როგორც მინიმუმ, ჟურნალისტების მიერ ატეხილი აურზაური, რომ მე მომწამლეს იმ დილას, როცა ბათუმიდან თურქეთში გავფრინდი, უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი. არანაირი ეჭვი მქონდა, რომ ვინმემ მომწამლა.

არც ვიცოდი რა მჭირს და იქ რა შოკი მელოდა. ეს მხოლოდ ჩემი დაცვის უფროსმა, ჩემმა მეუღლემ და ჩვენმა მდივანმა იცოდნენ, ასევე „ერიდან“ სამმა მეგობარმა იცოდა. ამიტომ ეს იყო საიდუმლო გადაწყვეტილება, ვაპირებდი უცბად სტამბულში ჩასვლას და 5 ივლისისთვის უკან დაბრუნებას. თვითმფრინავი რომ აფრინდა, ლიბერასტურმა ტელევიზიებმა მაშინ დასცხეს, რომ ვასაძე მოწამლესო“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!