TaoNews.Ge

ორივე მარცხი არის ქართული ფეხბურთის მესაფლავის ლევან კობიაშვილის მოყვანილი სანიოლის ,,დამსახურება” 

ორივე მარცხი არის ქართული ფეხბურთის მესაფლავის ლევან კობიაშვილის მოყვანილი სანიოლის ,,დამსახურება” 

წარმოგიდგენიათ სრულად ჯანმრთელი მესი ან კრიშტიანუ რონალდო რომლებიც ფორმაში არიან მნიშვნელოვან შეხვედრაში მწვრთნელმა მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე შეცვალოს. არა. ხვიჩა კვარაცხელია დღეს რომ ჩვენი გუნდისთვის მესიცაა და რონალდუც ორი აზრი არ არსებობს. აქედან გამომდინარე სანიოლიმ უპატიებელი შეცდომა დაუშვა როდესაც ხვიჩა შეცვალა. კვარაცხელიას გასვლის შემდგომ  წინა შეხვედრის მსგავსად თამაში სრულად შეიცვალა, ესპანეთმა საკუთარ კართან მიგვაჯაჭვა და ბოლოს გაგვიტანა 1-2.  არადა კვარაცხელია ფორმაში იყო შეეძლო 90 წუთი ეთამაშა, მაგრამ დიდმა სტრატეგმა სხვაგვარად ჩათვალა. კვარაცხელიას რომ გაიყვან მოედნიდან რომელსაც არაფრისგან გოლის შექმნა შეუძლია მთლად კარგად არ უნდა იყო. არასათანადო ფორმაში მყოფი ქვილითაია რომელსაც არც  შვედებთან გაუკეთებია არაფერი ახლაც მოედანზე  იქნა შეყვანილი, შეიცვალა ლობჟანიძე რომელიც ხშირად ამწვავებდა თამაშს. იმის მაგივრად ასაკში მყოფი კაშია შეცვლილიყო და დაცვა გაძლიერებულიყო ის ვისაც შეეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა ის შეცვალეს. გუშინ ლუქსემბურგმა ჩვენი მუდმივი გამამწარებელი ირლანდია დამარცხა, დღეს სომხეთმა ისლანდიას მოუგო. ჩვენ კი 30 წელი ღირსეულ წაგებებზე უნდა ვილაპარაკოთ.  ორივე მარცხი არის ქართული ფეხბურთის მესაფლავის ლევან კობიაშვილის მოყვანილი სანიოლის ,,დამსახურება”.

საქართველო – ესპანეთი 1:2 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 15 000

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გორბელიძე; კანკავა, გვილია; ლობჟანიძე (შენგელია 70), კიტეიშვილი (ბერიძე 70), კვარაცხელია (კვეკვესკირი 79); ზივზივაძე (ქვილითაია 62)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; პორო (მ. ლორენტე 65), გარსია, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ალბა; რუისი (ტიაგო ალკანტარა 54), ბუსკეტსი (ოიარზაბალი 73), პედრი; ტორესი, მორატა, ხილი (დანი ოლმო46)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 კვარაცხელია (68), 1:1 ტორესი (56), 1:2 დანი ოლმო (90)

გაფრთხილება: ზივზივაძე (19) – ლორენტე (7), პედრო პორო (14)

მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!