TaoNews.Ge

ოპოზიციის უარი ალოგიკურია – ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის უარი ალოგიკურია – ირაკლი კობახიძე

„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ოპოზიცია ალოგიკურ ნაბიჯებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“.

„თავისთავად, ეს რიტორიკაც, ბუნებრივია, არის წინააღმდეგობრივი, როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, კონკრეტულად ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და მეორე მხრივ ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, თავისთავად ეს მტკიცებაც და ლოგიკაც წინააღმდეგობრივია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!