TaoNews.Ge

“ოპოზიცია ხალხს ვერ აგროვებს და აქციის გადადებაზე ამიტომ ალაპარაკდა”-ედიშერ გვენეტაძე

“ოპოზიცია ხალხს ვერ აგროვებს და აქციის გადადებაზე ამიტომ ალაპარაკდა”-ედიშერ გვენეტაძე

ოპოზიციამ შესაძლოა 20 მარტის აქცია გადადოს, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საჭირო რაოდენობის ხალხს ვერ აგროვებენ და აქციაზე იმისი 10 %-იც არ მოდის, ვინც ოპოზიციის თქმით, არჩევნებზე მათ მხარი დაუჭირა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ენმ-ს მთავარ ოფისში იკრიბებიან და მომდევნო ნაბიჯების გადადგმის შესახებ იმსჯელებენ.

„20 მარტის აქციის გადადების მეტ მიზეზს მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ოპოზიცია საჭირო რაოდენობის ხალხს ვერ აგროვებს, იძახის რომ 800 ათასმა კაცმა ხმა მომცაო და 8 ათასი, იმისი 10 პროცენტიც ვერ გამოჰყავს, აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური ძალა სულ მთლიანად გაკოტრებულია და ჩემი აზრით მომავალში მისი უფრო მეტი მარგინალიზება მოხდება,” – განაცხადა გვენეტაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!