TaoNews.Ge

“ოპოზიცია დარჩენილია ქუჩაში ცარიელი ხელებით”  – ირაკლი კობახიძე

“ოპოზიცია დარჩენილია ქუჩაში ცარიელი ხელებით” – ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით.

„ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ,

მან ასევე აღნიშნა,რომ   ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია გაკოტრებულია:

„მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.“

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!