TaoNews.Ge

ოლიმპიადის შემდეგ, ახალგაზრდულმა ნაკრებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი სამარცხვონოდ დაასრულა-რის გამოც დროა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგეს

ოლიმპიადის შემდეგ, ახალგაზრდულმა ნაკრებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი სამარცხვონოდ დაასრულა-რის გამოც დროა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგეს

 

ოლიმპიადის შემდეგ, ახალგაზრდულმა ნაკრებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი სამარცხვონოდ დაასრულა-რის გამოც დროა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე უნდა გადადგეს.

საქართველოს თავისუფალი სტილითი მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა რუსეთის ქალაქ უფაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულეს.

კვარცხლბეკზე ასვლასთან ყველაზე ახლოს დავით კოღუაშვილი (86 კგ.) იყო, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის რუს ისლამ კარტოევს დაუპირისპირდა და 6:9 წააგო. მანამდე კოღუაშვილმა გვატემალელ უბიკო ესტრადასა (13:2) და ამერიკელ კოლტონ ჰოუქსს (11:9) სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ ბიგლარ ფირუზპურბანდპეისთან 4:14 წააგო

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10-დან 9 წონაში იყო წარდგენილი. კოღუაშვილის გარდა, უმედლოდ დარჩნენ ომარ გაზაშვილი (61 კგ.), გიორგი ჭოლაძე (65 კგ.), დავით ფაცინაშვილი (70 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ.), ბაგრატ გაგნიძე (79 კგ.), ანდრო მარგიშვილი (92 კგ.), ლუკა ხუჭუა (97 კგ.) და გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!