TaoNews.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.

სერგეი შამბას თქმით, „აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არსებობს“.

„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. ამიტომაც ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება. აფხაზეთში არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე“, – აღნიშნა სერგეი შამბამ.

მანამდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამენ რუსეთთან შესაერთებლად.

„მივიჩნევ, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა. ამ გზაზე ვივლით. ჩვენ უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს“, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!