TaoNews.Ge

აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ შემოვლითი გზით წამოსული 3 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, ერთს ეძებენ

აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ შემოვლითი გზით წამოსული 3 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, ერთს ეძებენ

ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, სამი ცხედარი იპოვეს. ეს ადამიანები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორ ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გადასვლა უკიდურესად გამკაცრებული აქვს. რის გამოც გალის მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისშია და ექიმთან ვიზიტისთვის, საკვების თუ მედიკამენტების მარაგის შესავსებად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ე.წ. საზღვრის ფარულად გადმოკვეთა.

მეოთხე ადამიანის ცხედრის პოვნაზე გავრცელებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ დასტურდება. ბოლო მონაცემებით, მას საოკუპაციო ხაზს მიღმა ისევ ეძებენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!