TaoNews.Ge

ნუ ელაქუცებით მტრებს ამ ქვეყნის, გაუმაძღარ საპატრიარქოს-ხათუნა სამნიძე

ნუ ელაქუცებით მტრებს ამ ქვეყნის, გაუმაძღარ საპატრიარქოს-ხათუნა სამნიძე

,,პარლამენტის წინ რომ ჯვრის ფორმის რკინა დადგეს მოძალადეებმა, სპეციალური დანადგარებით რომ ჩაამონტაჟეს, მერე დროშა დაწვეს, ხომ ნახეთ. აბა ვინმემ სცადეთ იგივე, თუ მიგიშვათ ვიბმემ პარლამენტთან ბურღით!! სცადეთ აბა!
მივედი საკითხავად, ვინ გასცა ნებართვა ზოგადად ამაზე და დამხვდა ორ წუთში ეს პოსტი. ფანატიკოსებმა იქვე რომ დამწყევლეს, მათი ჭკუით, ეს ცალკე ძალიან სასაცილო თემაა.
პარალიზებულია პარლამენტი, დროშა ავღმართეთ, მაგრამ ამას ვინ მიეკარება, რას გაბედავენ. აი, ასეთი გიჟების ეშინიათ. არა, კი არ ეშინიათ, ასეთი ქვეყანა უნდა საპატრიარქოს და ემორჩილებიან. ჰოდა, სახლებში რომ შემოგივარდევიან, გვიანიც აღარ იქნება, არაფერი აღარ იქნება, უბრალოდ. შვილებზე მაინც რომ დაფიქრდეთ!
ჰოდა, ამოიღეთ ხმა! სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, გაახილეთ თვალი და დაარქვით სახელი ყველაფერს, ნუ ელაქუცებით მტრებს ამ ქვეყნის, გაუმაძღარ საპატრიარქოს, მოძალადე მღვდლებს!
და ვინც თქვენი ჭკუით მემუქრებით, ვაი თქვენს პატრონს, თქვენნაირები მომინელებია!”-აცხადებს სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, ხათუნა სამნიძე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!