TaoNews.Ge

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესის საჩუქარი გაუგზავნა

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესის საჩუქარი გაუგზავნა

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქრული ფიგურებით დაამზადებინა.

საჩუქარი გაფრინდაშვილმა ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა.

„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა.

ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა. ვფიქრობ, ეს საჩუქარი მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!