TaoNews.Ge

“დმანისში განვითარებულმა მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს”-ომბუდსმენი

ნინო ლომჯარია ,,ქართულ ოცნებას” დასცინის

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუქში წერს:

“დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:
სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;
2. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;
აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;
ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:
დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;
2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
3. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა…
რა შეიძლება ვთქვა?
კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი… :)))”

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!