TaoNews.Ge

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება არ მისცენ -ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

“სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრების დროს”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!