TaoNews.Ge

სააკაშვილის პირადი ექიმი “ნაციონალური მოძრაობის” სიით პარლამენტის წევრი იყო

ნიკოლოზ ყიფშიძე – სააკაშვილის სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის – მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ.

“პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ გეუბნებით, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. მისი სრული იზოლაციაც ასევე ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება, რაღაც ბალანსი უნდა გავაკეთოთ.

გეთანხმებით სადღაც ამაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, სრული იზოლაცია არ არის კარგი მისი ჯანმრთელობისთვის. მას ახლა ნახულობს უამრავი ექიმი, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ვერ შედიან. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ დღეში ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა ნახოს, იმიტომ, რომ პირადი ექიმი პირადი ექიმია, ადვოკატიც ადვოკატია, ოჯახის წევრის – რასაკვირველია და ძალიან კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს, ნახოს ეს ხალხი, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან“, – აღნიშნა ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი არ გამორიცხავს, რომ რეფიდინგის პროცესის წარმატების მიუხედავად, უახლოეს ხანში სხვა პრობლემებმა იჩინოს თავი.

“ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელის მერე. რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად, ეს არის საჭმლის მიღების დაწყების პროცესი, მაგრამ კიდევ არის უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში ან ცოტა ხანში, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ჩემი აზრით, აუცილებელია ნეიროფსიქოლოგების კონსულტაცია, მაგრამ ცენტრი “ემპათიას“ ექიმები ვერაფრით ვერ მოხვდნენ მასთან, იმედია, რომ ხვალ იქნებ შეძლონ შესვლა“, – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!