TaoNews.Ge

ნიკოლოზ მჟავანაძე: ,,ტვ პირველის” მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება

ნიკოლოზ მჟავანაძე: ,,ტვ პირველის” მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება

,,სააკაშვილის Field Commander-მა ნოდარ მელაძემ ჩვეულ სტილში მორიგი ცილისმწამებლური სიუჟეტი გააკეთა ქართული ოცნების დეპუტატ კახა კახიშვილზე. როგორც ჩანს, ევროპული ნაცების სააგიტაციო მანქანა ვერფრით ივიწყებს და ეგუება მათი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის გამანადგურებელ მარცხს საპარლამენტო არჩევნებში. ეს მარცხი კი დეკანოიძეს მაჟორიტარულ არჩევნებში სწორედ კახიშვილმა აგემა. გამწარბული დეკანოიძე და ევროპელი თუ არაევროპელი ნაცები ნოდარ მელაძეს დღეგამოშვებით ცილიმსწამებლურ სიუჟეტებს უკვეთავენ კახიშვილის დისკრედიტაციის მიზნით. დღესაც იგივე განმეორდა, გაურკვეველი ბრალდებები და არცერთი მტკიცებულება. ყველაზე საგანგაშო კი დღევანდელ სიუჟეტში კი ის გახლდათ, რომ ,,ტვ პირველის” სააგიტაციო მანქანა ბინძურად შეეხო კახიშვილის სიძეს ნიკა ასანიძეს და თქვა, რომ იგი თურმე ხშირად ფულით სავსე ჩანთით გადადგილდება თავისი მანქანით კონკრეტული მისამართიდან. ეხლა რომელიმე კრიმინალმა რომ ეს მართლა დაიჯეროს და ხვალ ქუჩაში დაუხვდეს და გაუსწორდეს ახალგარდას, რომელმაც მთელი თავისი ცხოცრება სწვლასა და მუშაობას შეალია, არ შეგრცხვებათ სააკაშვილის Field Commander-ო ბატონო მელაძევ. ,,ტვ პირველის” მხრიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა არ მოხდეს ტელევიზიდან დანაშაულებების პროვოცირება”.-განაცხადა  ,,უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ დღევანდელი ტვ პირველი სიუჟეტთან დაკავშირებით რომელიც  ,,ქართული ოცნების” დეპუტატ კახი კახიშვილს ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!