TaoNews.Ge

ნიკოლაი ბასკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ნიკოლაი ბასკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

რუსი მომღერალი, ნიკოლაი ბასკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მან მონაწილეობა მიიღო პლატფორმა “აფხაზეთის მომავლის” დამფუძნებელთა კრებაში.

აღსანიშნია ისიც, რომ ბასკოვი დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. კეთილი ნების ელჩია. ამ ვიზიტისას კი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ახდზ აფშას მესამე ხარისხის ორდენი მიანიჭა.

“დღეს შესანიშნავი პუბლიკის წინაშე ვიმღერე. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ გადასარევ ხალხთან ურთერთობით, წარმოუდგენელი სტუმარ-მასპინძლობით და ბუნების აუღწერელი სილამაზით”, — ამბობს რუსი მომღერალი და ინსტაგრამზე ოკუპირებულ რეგიონში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!