TaoNews.Ge

15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს -ნიკა მელია

ნიკა მელია – ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გვრცხვენია და დიდ ბოდიშს ვიხდით

ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი! საქართველო არის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო. და თუკი მაინც, უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, პუტინმა უკრაინისგან და საქართველოსგან მოითხოვა უარი გვეთქვა ჩვენს ნათელ და დაცულ მომავალზე.

„ომია, სამწუხაროდ, ომია და ეს ომი საქართველოსთვის სადღაც კი არ არის, რომელზეც გულგრილად შეიძლება თქვა, რომ სადღაც არის ეს ომი და მე ჩემი სხვა საქმე მაქვსო. ეს არის ყველაზე უღირსი პოზიცია, რომელიც ქართველმა ადამიანმა შეიძლება დააფიქსიროს. როგორ შეიძლება ეს თქვას უკრაინელი, გმირი ხალხის მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა?! მრცხვენია ამის და ბოდიში უკრაინელ ძვირფას მეგობრებს, დებს და ძმებს! ბოდიში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან! ბოდიში იმ ქართველი ოჯახის წევრებს, რომელთა სახელი და გვარიც გმირთა მემორიალზეა ამოტვიფრული. დიდი ბოდიში იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ყველზე ძვირფასი – სიცოცხლე დათმეს სოხუმისა და გაგრის მისადგომებთან! დიდი ბოდიში ყველა იმ ქართველ ვაჟკაცს, როლებიც ახლა ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად. ბოდიში იმ უკრაინელ გმირ პილოტებს, რომლებმაც თავიანთი ვაჟკაცობით 1993 წელს საქართველოს ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს როდესაც მათ მოახდინეს ჩვენი თანამოქალაქეების ევაკუირება მოახდინეს იქიდან, საიდანაც ვერავინ ბედავდა. განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!