TaoNews.Ge

ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა – მან ციხე უკვე დატოვა

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას თანაპარტიელები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ნიკა მელია რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში ელოდა. სასამართლო პროცესს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი უძღვებოდა.

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!