TaoNews.Ge

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს რამდენიმე წუთის წინ გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ძებნაში მყოფი პირების უფლებადამცველი აცხადებს, ის საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია, შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით მისთვის დეტალები უცნობია.

„ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და მასალების გადმოცემას ველოდები. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!